სიახლეები
კონკურსი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირველკურსელი სტუდენტებისთვის.
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია „თამარ (თაკო) ხატისაშვილის სახელობის სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის“ („თაკოს ფონდი“) ფარგლებში აცხადებს 2026–2027 სასწავლო წლის სტუდენტთა დაფინანსების კონკურსს საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქიმიური პროფილის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირველკურსელი სტუდენტებისთვის.
კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია სწავლის საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
კონკურსში მონაწილეობის პირობების, განაცხადების მიღების ვადების, დაფინანსების პირობების, კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების, წარსადგენი დოკუმენტაციისა და განაცხადის წარდგენის წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: https://chemistry.ge/tf/
გამოქვეყნებულია: 08-09-2026
ჩვენი სტუმრები
სწრაფი ბმულები




