სიახლეები

 

წარმატება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე IChO-2026

19 ივლისს საქართველოს ქიმიის ეროვნული ნაკრები ქიმიის საერთაშორისო 58-ე ოლიმპიადიდან დაბრუნდა, რომელიც 10-19 ივლისს უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში ჩატარდა. ოლიმპიადაში 93 ქვეყნის 363 მოსწავლე მონაწილეობდა. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ გიორგი შარიქაძეეკატერინე მიდელაურიდავით სვანიძე და გია კვაშილავა.

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე ერთი ბრინჯაოს (გია კვაშილავა) და ერთი სპეციალური დიპლომი (დავით სვანიძე) მოიპოვა.

ნაკრების მომზადებაში მონაწილეობდნენ მენტორები ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი, სოფიკო ფაცაცია, ასევე ასისტენტები, გასული წლის ოლიმპიადის პრიზიორები ილია დოკაძე და ანანო აბულაძე.

წინასაოლიმპიადო წვრთნა ტრადიციულად საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

ნაკრები ოლიმპიადაზე რუსთაველის ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით  გაემგზავრა.

 

 

გამოქვეყნებულია: 20-07-2026