სიახლეები

 

ავიცენას საერთაშორისო მე-2 ოლიმპიადა ბიოლოგიაში AIBO-2026.

2026 წლის 6-13 აპრილს ქალაქ ნამანგანში (უზბეკეთი) ტარდება ავიცენას საერთაშორისო მე-2 ოლიმპიადა ბიოლოგიაში AIBO 2026.  

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9-12 კლასის მოსწავლეებს (მოსწავლე უნდა იყოს 18 წლამდე 2025 წლის 1 აპრილისთვის და ფლობდეს საქართველოს პასპორტს)

მონაწილეობის მიღება უფასოა. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ფინანსდება საცხოვრებელი ხარჯები, კვება და ტრანსპორტი ქვეყნის ტერიტორიაზე ოლიმპიადის დღეებში.

ოლიმპიადა მოიცავს  ერთ თეორიულ და ერთ პრაქტიკულ ტურს.

ოლიმპიადაში დაინტერესებულმა მოსწავლეებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე.

ოლიმპიადაზე მონაწილეობისათვის საქართველოს ნაკრები გაემგზავრება 4 მოსწავლის შემადგენლობით.

შესარჩევი ტური ჩატარდება მიმდინარე წლის 22 მარტს 12:00 საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (მისამართი:  240 დავით აღმაშენებლის ხეივანი).

შერჩეული ნაკრების წევრები წინასაოლიმპიადო წვრთნას (თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები) გაივლიან 23 მარტიდან 4 აპრილამდე  საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

ნაკრები ოლიმპიადაზე გაემგზავრება 6 აპრილს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერთ: gpapu2021@agruni.edu.ge

 

საორგანიზაციო კომიტეტი

 

 

გამოქვეყნებულია: 07-03-2026