სიახლეები

 

ამერიკის ქიმიური საზოგადოების სტუდენტური წარმომადგენლობის მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმი

ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტური წარმომადგენლობა (ACS GSC), ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში მასპინძლობენ მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც გაიმართება 24 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში.

ღონისძიება მიზნად ისახავს სხვადასხვა აკადემიური საფეხურის ახალგაზრდა მეცნიერებსა და გამოცდილ მკვლევრებს შორის ცოდნის გაზიარებასა და უახლესი კვლევების გაცნობას, რაც ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.

სიმპოზიუმს გახსნიან მოწვეული პროფესორები აშშ-დან და საქართველოდან. დაგეგმილია როგორც ზეპირი, ასევე სტენდური (პოსტერ პრეზენტაციები) კვლევით პროექტების შესახებ. შემფასებლები სტუდენტებს შორის გამოავლენენ საუკეთესო მომხსენებლებს.

მონაწილეობა უფასოა, ხოლო სამუშაო ენა არის ინგლისური.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ თეზისი 17 მაისამდე შემდეგ მისამართზე:  acs.sc.tsu@gmail.com

თეზისის და პოსტერის ფორმატი : https://acs.qa/?page_id=317

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

დამატებითი ინფორმაცია: ბმული.

 

 

გამოქვეყნებულია: 03-05-2025