სიახლეები

აბუ რეიჰან ალ-ბირუნის სახელობის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა - ARBIChO 2025
2025 წლის 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათლით ქალაქ ტაშკენტში (უზბეკეთი) ტარდება აბუ რეიჰან ალ-ბირუნის სახელობის ქიმიის საერთაშორისო მე-2 ოლიმპიადა. ოლიმპიადა დაფუძნდა 2023 წელს და ტარდება ყოველ ორ წელიწადში.
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს 9-12 კლასის მოსწავლეებს (მოსწავლე უნდა იყოს 18 წლამდე 1 ივნისისთვის).
ოლიმპიადა მოიცავს ერთ თეორიულ და ერთ პრაქტიკულ ტურს. დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოლიმპიადის ვებგვერდზე.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება უფასოა. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ფინანსდება ცხოვრება, კვება და ტრანსპორტი ქვეყნის ტერიტორიაზე. საერთაშორისო მგზავრობას აფინანსებს უშუალოდ მონაწილე.
ოლიმპიადაში დაინტერესებულმა მოსწავლეებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე.
შესარჩევი ტური ჩატარდება ინგლისურ ენაზე 30 მარტს 11:00 საათზე. ოლიმპიადაზე გაემგზავრება 4 მოსწავლე.
შერჩეულ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ოლიმპიადაში გამგზავრებამდე. მოსწავლეები მეცადინეობებს გაივლიან უფასოდ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.
დამატებითი კითხვების შეთხვევაში მოგვწერეთ contact@chemistry.ge
გამოქვეყნებულია: 12-03-2025