სიახლეები
მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენცია "ოქროს რიცხვი -2024” - დასავლეთ კონფერენცია
2024 წლის 2 ივნისს ქ.ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენცია "ოქროს რიცხვი -2024", რომლის ორგანიზატორია საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.კონფერენციის მიზანია ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადება საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, ამ დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა და მათი ადრეული ასაკიდანვე ჩართვა სამეცნიერო- კვლევით პროექტებში. კონფერენცია ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებებისა თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტეგრაციას.
ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელში გაერთიანებულმა სკოლებმა წარმოადგინეს საინტერესო პროექტები, მათ შორის STEM პროექტებიც. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 112-მა მონაწილემ. წარმოდგენილი იყო 35 სტენდური მოხსენებება. აღნიშნული ტიპის კონფერენცია ხელს უწყობს სკოლების ურთიერთთანამშრომლობას, მოსაწვლეების კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათ თვითრეალიზაციას.
კონფერენციის ფოტო გალერეა:
გამოქვეყნებულია: 11-06-2024