სიახლეები
საჯარო ლექცია: From Fluorspar to Nobel Prize
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 14 ივნისს 18:00 საათზე ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „From Fluorspar to Nobel Prize“, რომელსაც წაიკითხავს პრაღის ქიმიისა ფა ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ქიმიის სწავლების კათედრის გამგე ასოცირებული პროფესორი პეტრ ჰოლჟაუზერი.
„კვანტური წერტილები არის ნანონაწილაკები, რომლებიც ავლენენ უნიკალურ ოპტიკურ და ელექტრონულ თვისებებს მათი მცირე ზომისა და კვანტური მექანიკური ეფექტების გამო. ეს ნახევარგამტარული ნაწილაკები, როგორც წესი, რამდენიმე ნანომეტრის ზომისაა - ადამიანის თმის ზომის დაახლოებით 1/10000. ულტრაიისფერი შუქით განათებისას, კვანტურ წერტილში მყოფი ელექტრონი შეიძლება აღიგზნოს და გადავიდეს უფრო მაღალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში, ხოლო უკან დაბრუნების დროს გამოათავისუფლოს განსხვავებული რაოდენობის ენერგიას სინათლის სახით, რაც იწვევს ფოტოლუმინესცენციას. ამ გამოსხივებული სინათლის ფერი დამოკიდებულია გამტარობის ზოლსა და ვალენტურ ზოლს შორის ენერგიის განსხვავებაზე, რაც კვანტურ წერტილებს გამოსადეგს ხდის სხვადასხვა პრაქტიკული მიზნებისათვის. კვანტურმა წერტილებმა იპოვეს გამოყენება თანამედროვე კომპიუტერებში, ტელევიზორებში, LED განათებებში და ბიომედიცინაშიც კი. ამ მიგნებისათვის 2023 წელს ნობელის პრემია ქიმიაში ერთობლივად მიენიჭათ მუნგი ბავენდის, ლუი ბრუსს და ალექსეი ეკიმოვს.
ლექცია ასევე მოიცავს საინტერესო სადემონსტრაციო ექსპერიმენტებისა ჩვენებას.
დასწრება თავისუფალია.
გამოქვეყნებულია: 07-06-2024