სიახლეები

 

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენცია "ოქროს რიცხვი -2024” - აღმოსავლეთ კონფერენცია

2024 წლის 19 მაისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენცია "ოქროს რიცხვი -2024”. კონფერენციის მიზანია ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადება საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, ამ დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა და მათი ადრეული ასაკიდანვე ჩართვა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში. კონფერენცია ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებების თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტეგრაციას.

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელში გაერთიანებულმა სკოლებმა წარმოადგინეს საინტერესო პროექტები, მათ შორის STEM პროექტებიც. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 335-მა მონაწილემ. მოსწავლეთა ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სტენდური მოხსენებების სახით. აღნიშნული ტიპის კონფერენცია ხელს უწყობს სკოლების ურთიერთთანამშრომლობას, მოსაწვლეების კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათ თვითრეალიზაციას.

კონფერენციის ფოტო გალერეა:

 

 

გამოქვეყნებულია: 06-06-2024