სიახლეები

 

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები

2024 წლის 13 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ: 

  • იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია - მთავარ მეცნიერ თანაშრომელს მაია მერლანს, მეცნიერ თანამშრომელს ვახტანგ ბარბაქაძეს, უფროს მეცნიერ თანამშრომლებს ლალი გოგილაშვილსა და ლელა ამირანაშვილს შრომათა ციკლისათვის - „მცენარეული ბიოპოლიმერების სინთეზური ანალოგიების მიღება და მათი შედარებითი ბიოლოგიური აქტივობა“.
  • ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია - ქიმიის მეცნიერებათა დოქტორებს გიორგი წინწკალაძესა და თეიმურაზ კორძახიას შრომათა ციკლისათვის - „საქართველოს ზოგიერთი ბუნებრივი ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობა“.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ულოვავს კოლეგებს დამსახურბეულ აღიარებას.

ინფორმაციის სწარო

 

 

გამოქვეყნებულია: 14-05-2024