სიახლეები

 

ავიცენას საერთაშორისო ოლიმპიადა ბიოლოგიაში

2024 წლის 9-14 ივნისს ქალაქ ბუხარაში (უზბეკეთი) ტარდება ავიცენას საერთაშორისო ოლიმპიადა ბიოლოგიაში.  ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს 9-12 კლასის მოსწავლეებს (მოსწავლე უნდა იყოს 18 წლამდე 1 ივნისისთვის).

მონაწილეობის მიღება უფასოა. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ფინანსდება ცხოვრება, კვება და ტრანსპორტი ქვეყნის ტერიტორიაზე.

ოლიმპიადა მოიცავს  ერთ თეორიულ და ერთ პრაქტიკულ ტურს.

ოლიმპიადაში დაინტერესებულმა მოსწავლეებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე.  

 

შერჩეულ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული მეცადიენეობები ოლიმპიადაში გამგზავრებამდე. მოსწავლეები მეცადინეობებს გაივლიან უფასოდ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

დამატებითი კითხვების შეთხვევაში დაუკავშირდით თენგიზ ნოზაძეს.

 

 

გამოქვეყნებულია: 07-05-2024