სიახლეები
STEM ასისტენსი & უნივერსიტეტს ხაშურის 1-ლი და მე-3 საჯარო სკოლები
პროექტ STEM ასისტენსის ფარგლებში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ხაშურის 1-ლი და მე-3 საჯარო სკოლები ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეების ერთმა ჯგუფმა განსაზღვრა სპილენძის იონების შემცველობა ნიადაგსა და წყალში (STEM ასისტენტი გიორგი ღონღაძე), ხოლო მეორე ჯგუფმა კი - C ვიტამინის შემცველობა სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულში (STEM ასისტენტი ვალერი დუშაშვილი).
კვლევის შედეგებს მოსწავლეები მასწავლებელთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ მე-3 კონფერენციაზე წარადგენენ.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
შეხვედრის ამსახველი მასალა:
გამოქვეყნებულია: 12-04-2024