სიახლეები

 

STEM ასისტენსი & თბილისის #143 სკოლა

4 აპრილს 143 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებელი ქალბატონი თინათინ ზარდიაშვილი STEM ასისტენსის ფარგლებში ესტუმრნენ აგრარულ უნივერსიტეტს. მასპინძლობა გაუწია სტემ ასისტენტმა ვალერი დუშაშვილმა. თემა-ნაერთთა კლასები. შეხვედრისას მოსწავლეებმა თავად ჩაატარეს სხვადასხვა სახალისო ცდა. შეხვედრამ საკმაოდ შემეცნებითად ჩაიარა, მოსწავლეებმა მიიღეს ცოდნა ლაბორატორიაში მუშაობის შესახებ და გაეცნენ ქიმიის სახალისო მხარეს.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი მასალა:

 

 

 

გამოქვეყნებულია: 06-04-2024