სიახლეები
STEM ასისტენსი & თბილისის კლასიკური გიმნაზია
პროექტ STEM ასისტენსის ფარგლებში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს თბილისის კლასიკური გიმნაზია ესტუმრა (მასწავლებელი ნინო ჭელიძე).
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჟელატინისა და სახამებლის საშუალებით დაამზადეს ბიოდეგრადირებადი პოლიმერები. მომავალში ისინი შეაფასებენ პოლიმერების მექანიკურ თვისებებს და დააკვირდებიან სახამებლის კონცენტრაციის გავლენას მის თვისებებზე. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტებმა მარიამ ლუაშვილმა და გიორგი ღონღაძემ.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა
გამოქვეყნებულია: 24-03-2024