სიახლეები

 

მოსწავლეთა ეროვნული მე-3 ოლიმპიადა ქიმიაში „ზურგჩანთა“

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის  ორგანიზებით  ტარდება მე-3 ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ქიმიაში „ზურგჩანთა“.

ოლიმპიადის მიზანია:

  • ქიმიის საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესების გაღვივება;
  • ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეების მხარდაჭერისა და წახალისებისათვის;
  • სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
  • საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეთა მომზადების პროგრამის მხარდაჭერა.

 

ოლიმპიადა ჩატარდება 2 ტურად, შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:    მე-8 კლასი,     მე-9 კლასი,  მე-10 კლასი,  მე-11 კლასი და მე-12 კლასი.

 ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება ონლაინ - მონაწილეები დამოუკიდებლად ხსნიან ამოცანებს ვებ პლატფორმის საშუალებით.

მეორე ტური ჩატარდება დასწრებულად.

 ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2024 წლის 4 აპრილი.

 

დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ იხილეთ მის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.chemistry.ge/school/olympiada

 

 

 

გამოქვეყნებულია: 23-02-2024