სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & თბილისის საერთაშორისო სკოლა

პროექტ STEM-ასისტენსის ფარგლებში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს თბილისის საერთაშორისო სკოლა ესტუმრა (მასწავლებლები სოფია მშვილდაძე და ირინა ყურაშვილი).

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ანალიზური ქიმიის ძირითად პრინციპებს, კერძოდ კი კომპლექსონომეტრიას. მოსწავლეებმა განსაზღვრეს წყალში კალციუმისა და მაგნიუმის იონების შემცველობა და დაადგენენ ნიმუშების სიხისტეებს. მიღებულ შედეგებს მოსწავლეები წარმოადგენენ კონფერენციაზე "ოქროს რიცხვი". ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტებმა ნათია ქევხიშვილმა და გიორგი ღონღაძემ.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 17-02-2024