სიახლეები
STEM-ასისტენსი & თბილისის #82 საჯარო სკოლა
2024 წლის 28 იანვარს პროექტი STEM-ასისტენტის ფარგლებში სსიპ ქ. თბილისის N82 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის ნინელი ბეჟუაშვილის და ასისტენტი თამარ ცეცხლაძის აქტიური ჩართულობით ჩაატარეს კვლევა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს სხვადასხვა შემცველობის შამპუნები და განსაზღვრეს მიღებული შამპუნების ქაფის მდგრადობა.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:
გამოქვეყნებულია: 28-01-2024