სიახლეები

 

სართიჭალის N1, N3 და სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლები პროექტში STEM-ასისტენსში

პროექტ STEM ასისტენსის ფარგლებში სოფელი სართიჭალის N1,  N3 და სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მასწავლებლის ნინო სამხარაულის აქტიური ჩართულობით ჩაატარეს ორი კვლევა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. კვლევების დაგეგვმვაში და განხორციელებაში მათ დაეხმარნენ STEM ასისტენტები, ქიმიის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტები - ელისაბედ წოწორია და გიორგი ღონღაძე.

STEM ასისტენტებმა მოსწავლეებს გააცნეს ლაბორატორიაში უსაფრთხოდ მუშაობის წესები. სტანდარტული ხსნარის მეშვეობით მოსწავლეებმა სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარები დაამზადეს, შეისწავლეს სპექტროფოტომეტრთან მუშაობის პრინციპები და Excel-ის მეშვეობით საკალიბრო მრუდი ააგეს.

პარალელურად შესრულდა ორი კვლევა, ერთმა ჯგუფმა განსაზღვრა რკინის რაოდენობა სხვადასხვა ხილში, ხოლო მეორემ - მდინარე ივრის, სასმელად ვარგისი და ტექნიკური მიზნების ჭის წყლებში. კვლევა ემყარებოდა რკინა(III)-ის და როდანიდ იონების ურთიერთქმედებას მჟავა არეში. მოსწავლეები აკვირდებოდნენ ინკუბაციის პერიოდის და pH-ის გავლენას ნიმუშების ოპტიკურ სიმკვრივეებზე. მიღებული შედეგების საფუძველზე მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნები საკვლევ ნიმუშებში რკინის შემცველობის შესახებ.

STEM ასისტენტები უღრმეს მადლობას უხდიან მასწავლებელ ნინო სამხარაულს და მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობისათვის და კვლევის პროცესში აქტიური ჩართულობისათვის.

კვლევითი პროცესი 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

 

გამოქვეყნებულია: 23-12-2023