სიახლეები
STEM-ასისტენსი & ქ.თბილისის 186-ე საჯარო სკოლა
20 დეკემბერს STEM ასისტენსის ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები მარიამ ჩარგაზია, ვალერი დუშაშვილი და ვიკა ძანძავა ესტუმრნენ ქ. თბილისის 186 საჯარო სკოლას და მოსწავლეებს აჩვენეს ექსპერიმენტები ნაერთთა კლასებზე. შეხვედრას ესწრებოდა 30 მოსწავლე და მასწავლებელი-ნაილი მაზმიშვილი. ასისტენტების დახმარებით მოსწავლეებმა გაზომეს სხვადასხვა ნივთიერებების pH. ასევე ჩაუტარდათ სანახაობრივი ცდები, როგორიცაა ვულკანის რეაქცია, სპილოს ხორთუმი ჯადოსნური ჯოხი. შეხვედრა შემეცნებითი და სახალისო გამოდგა მოსწავლეებისთვის, რომლებიც საკმაოდ ჩართულები იყვნენ ექსპერიმენტების მსვლელობისას..პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:
გამოქვეყნებულია: 21-12-2023