სიახლეები
STEM-ასისტენსი & თბილისის 122-ე საჯარო სკოლა
18 დეკემბერს აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია 122-ე სკოლის 7 მოსწავლე და მასწავლებელი ლალი გოგსაძე. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა, ასისტენტების-მარიამ ლუაშვილისა და ნინი გორგოძის დახმარებით, დაამზადეს “Bath Bombs” (აბაზანის ბომბები).
კვლევის ფარგლებში, მოსწავლეებმა აბაზანის ბომებბის დასამზადებლად გამოიყენეს: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაგნიუმის სულფატი, ლიმონმჟავა, გლიცერინი. დამზადებული ბომბების ნაწილი ამოავლეს სახამებელში, რის შემდეგაც დააკვირდნენ, თუ რა გავლენა ქონდა სახამებელის რაოდენობას და ტემპერატურას აბაზანის ბომბის ხსნადობის დროზე.
კვლევის მიმდინარეობისას ასისტენტები მონაწილეებთან ერთად განიხილავდნენ მიმდინარე პროცესის თეორიულ საფუძვლებს, მსჯელობდნენ მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე.
შეხვედრის ბოლოს, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მოსწავლეებმა ააგეს ტემპერატურის ხსნადობაზე დამოკიდებულების გრაფიკი და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:
გამოქვეყნებულია: 20-12-2023