სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & სურამის მე-3 საჯარო სკოლა

STEM ასისტენსის ფარგლებში 15 დეკემბერს, აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია სურამის მე-3 საჯარო სკოლის 12 მოსწავლე და მასწავლებელი-ნინო ნოზაძე.

ასისტენტების-მარიამ ლუაშვილისა და მარიამ ელოშვილის დახმარებით, მოსწავლეებს მიეცათ საშუალება ენახათ არაორგანულ ნაერთთა კლასების ძირითადი ქიმიური თვისებები ექსპერიმენტების საშუალებით. მოსწავლეებმა ასისტენტების დახმარებით გაზომეს სხვადასხვა ნივთიერების pH და დააკვირდნენ მათი ფერის ცვლილებას ინდიკატორთან ურთიერთქმედებისას. ასევე, ჩაატარეს ნეიტრალიზაციის, ნალექის გამოყოფით მიმდინარე და ვერცხლის სარკის რეაქციები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა აენთოთ ცეცხლი ასანთის გარეშე და მიეღოთ ხელოვნური სისხლი.

 

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

 შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 18-12-2023