სიახლეები

 

კლუბი “ნობელი“ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში

თბილისის 210-ე საჯარო სკოლასთან არსებული ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბი „ნობელი“ პროექტში STEM-ასისტენსი ერთ-ერთი პირველი ჩაერთო. კლუბის ხელმძღვანელია თამუნა დარჯანია, ხოლო წევრები არიან: ნია ხელაშვილი, ანა ბროლაძე, ანა იმესაშვილი, ნია სონღულაშვილი და ლიკა ჯამალაშვილი.

 

STEM-ასისტენტს ხატია ყურაშვილსა და კლუბის მოსწავლეებს შორის უკვე შემდგე რამდენიმე ონლაინ შეხვედრა, რომლის დროსაც განვიხილეთ და შევაჯერეთ საკვლევი თემატიკები, ერთობლივად დავამუშავეთ თეორიული მასალა, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და დაიგეგმა კვლევის ეტაპები. კლუბი „ნობელის“ მოსწავლეები ორ კვლევით პროექტს ამზადებენ: ლუდში და ალკოჰოლურ სასმელებში შაქრიანობის განსაზღვრას და C-ვიტამინის შემცველობის დადგენას ფორთოხალსა და გრეიფრუტში შენახვის პირობებთან დამოკიდებულებით.

 

16 დეკემბერს კლუბი „ნობელი“ ეწვია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს უშუალოდ კვლევის ჩასატარებლად და სათანადო აღჭურვილობის მქონე ლაბორატორიებში ჩაატარეს ექსპერიმენტები.  ექსპერიმენტით შეგროვილ მონაცემებს მოსწავლეები შემდეგ დღეებში დაამუშავებენ და ონლაინ შეხვედრებზე განვიხილავთ. ექსპერიმენტების მორიგი სერიის ჩასატარებლად ერთი თვის შემდეგ ეწვევიან მოსწავლეები ისევ ლაბორატორიას.

 

მომზადებული კვლევითი პროექტებით ახალგაზრდა მკვლევარები მოხსენებით წარსდგებიან მე-3 რესპუბლიკურ კონფერენციაზე „ოქროს რიცხვი-2024“, რომელიც გაისად 19 მაისს ჩატარდება.

 

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

 შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 17-12-2023