სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა

STEM ასისტენტის ფარგლებში 15 დეკემბერს აგრარულ უნივერსიტეტს ესტუმრა მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის 18 მოსწავლე (მასწავლებელი მაია გაწერილია).

ქიმიურ ლაბორატორიაში STEM ასისტენტებმა ნინი გორგოძემ და ნათია ქევხიშვილმა მოსწავლეებს გააცნეს უსაფრთხოების წესები , რომელიც  აუცილებლად გასათვალისწინებელია ლაბორატორიაში სამუშაოს მსვლელობისას.

 

შემდეგ STEM ასისტენტებმა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ჩაატარებს

სხვადასხვა ექსპერიმენტი ნაერთთა კლასებზე სასწავლო პროგრამის მიხედვით. ექსპერიმენტების მსვლელობისას მოსწავლეები აკვირდებოდნენ  რეაქციების მიმდინარეობისას  ფერის ცვლილებას, ნალექის და სინათლის გამოყოფას. დააკვირდნენ ინდიკატორის ფერის ცვლილებას სხვადსხვა pH-ის ხსნარებისათვის. ჩაატარეს ნეიტრალიზაციისა და დალექვის რეაქციებში; განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია შეხვედრის ბოლოს ჩატარებულმა  ე.წ. „ჯადოსნური ჯოხის,“, „ქიმიური ვულკანისა“  და “სპილოს ხორთუმის“  რეაქციებმა.

 

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

 

 

გამოქვეყნებულია: 17-12-2023