სიახლეები

 

STEM-ასისტენსი და ხაშურის მე-5 საჯარო სკოლა

STEM ასისტენსის ფარგლებში 13 დეკემბერს, აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის ოცი მოსწავლე და მასწავლებელი მაია ტალახაძე.

STEM ასისტენტებმა მარიამ ლუაშვილმა და ვალერ დუშაშვილმა მოსწავლეებს აჩვენეს ექსპერიმენტები ნაერთთა კლასებზე. მოსწავლეებმა ასისტენტების დახმარებით გაზომეს სხვადასხვა ნივთიერების pH და დააკვირდნენ მათი ფერის ცვლილებას ინდიკატორთან ურთიერთქმედებისას. ასევე დაჟანგეს ორგანული ნივთიერება, ჩაატარეს ნეიტრალიზაციისა და ვერცხლის სარკის რეაქციები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ ქიმიური შეუქნიშნის რეაქცია, აენთოთ ცეცხლი ასანთის გარეშე. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეთა მოთხოვნით, რეაქცია „სპილოს ხორთუმი“ ჩაატარეს.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 14-12-2023