სიახლეები
მე-8 ევრაზიის შეხვედრა ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიაში
2012 წლის 17-21 ივნისს სტამბული მასპინძლობდა მე-7 ევრაზიის შეხვედრას ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიაში.
კონფერენცია რეგულარულია და ტარდება ყოველ ორ წელში ერთხელ. მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენს ევრაზიის ერთ-ერთი სახელმწიფო. წინა კონფერენციების მასპინძელი ქალაქები იყო: სუზდალი (რუსეთი 2000 წ), ნოვგოროდი (რუსეთი 2002 წ), ნოვოსიბირსკი (რუსეთი 2004 წ), თესალონიკი (საბერძნეთი 2006), კუვეიტი (კუვეიტი 2008 წ), ალიკანტე (ესპანეთი, 2010).
მიმდინარე კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდნენ : ფეტჰი შახინი (თავმჯდომარე) (Fargem Inc.), რანა სანიალი (ბოღაზიჩის უნივერსიტეტი, თურქეთი), ათინა გერონიკაკი (არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი), სურეია ოლგენი (ანკარას უნივერსიტეტი, თურქეთი), ერჰან პალასკა (ჰაცეპეტის უნივერსიტეტი), შანაზ პარვეენი (PCSIR ლაბორატორია), თიჯენ ონკოლი (ღაზის უნივერსიტეტი), მურატ ჩუკუროგლუ (ღაზის უნივერსიტეტი), რაჰიმ ჩიმჩეკი (ჰაცეპეტის უნივერსიტეტი).
კონფერენციის საერთაშორისო კომიტეტია:
ვაჰაა აბდოუ (ეგვიპტე, Chemical Industries Division National Research Center), ენრიკო აილეო (იტალია, University of Palermo), ერგინ აკაია (თურქეთი, Bilkent University), რამაზან ალტუნდასი (თურქეთი, Atatürk University), ევგენი ბაბაევი (რუსეთი, Moscow State University), აილა ბალკანი (თურქეთი, Hacettepe Üniversitesi), მაურიციო ბოტტა (იტალია, University of Siena), ხოსე კავალიერო (პორტუგალია, University of Averio), აიჰან დემირი (თურქეთი, Middle East Technical University), ლიუბორ ფისერა (სლოვაკია, Slovak University of Technology), ათინა გერონიკაკი (საბერძნეთი, Aristotle University of Thessaloniki), ლოარენც ჰარვუდი (დიდი ბრიტანეთი, University of Reading), ეიჰია იბრაჰიმი (კუვეიტი, University of Kuwait), ალან კატრიცკი (აშშ, University of Florida), გოვერდჰან მათჰა (ინდოეთი, Indian Institute of Science Bangalore), თუნსენ ოლსენი (თურქეთი, Gazi Üniversitesi), შანაზ პარვეენი (პაკისტანი, PCSIR Laboratories Complex, Karachi) , ერიკ შიმანეკი (აშშ, Texas Christian University), ფეტჰი შახინი (თურქეთი, Fargem Inc.), იოშინორი იამატოტო (იაპონია, Tohoku University), მიგელ იუსი (ესპანეთი, University of Alicante).
კონფერენცია მუშაობდა 5 დღეს. კონფერენციაზე მოსმენილი იქნა 15 პლენარული, 3 მოწვეული ლექცია და 13 ზეპირი მოხსენება. პარალელურად ხუთივე დღის განმავლობაში მუშაობდა პოსტერული მოხსენებების დარბაზი.
2012 წლის 18 ივნისს საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ გაიმართა შეხვედრა კონფერენციის საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საქართველოს წარმოამდგენლებმა (პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი და პროფესორი შოთა სამსონია) დააყენეს საკითხი შემდგომი კონფერენციის საწართველოში ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. საორგანიზაციო კომიტეტის თხოვნით მომზადებული იქნა სპეციალური პრეზენტაცია და კონფერენციის დღის წესრიგში შეტანილი იქნა ცვლილება. ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტის წინადადება კონფერენციის 2014 წელს საქართველოში ჩატარების შესახებ მოსმენილი იქნა 20 ივნისს შეუადღის სხდომაზე.
მოხსენებაში აღნიშნული იყო საქართველოს ეკონომიური, სამეცნეირო და ტურისტული პოტენციალის შესახებ და ნაჩვენები იქნა ფილმი (პრეზენტაციის ფაილი და კლიპი თან ერთვის).
საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა ჩვენს წინადადებას მხარი და გადაწყვეტილი იქნა ევრაზიის მე-8 კონფერენცია ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიაში 2014 წელს ჩატარედეს საქართველოში, რომლის ორგანიზატორებიც იქნებიან საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გამოქვეყნებულია: 10-10-2012