სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & დაბა ქედის საჯარო სკოლა

STEM-ასისტენსის პროგრამის ფარგლებში 8 დეკემბერს ჩატარდა ონლაინ შეხვედრა დაბა ქედის საჯარო სკოლის პედაგოგთან (გუნდების ხელმძღვანელი) - თამარ თავდგირიძესთან და გუნდის წევრებთან. ქალბატონმა თამარმა წარმოადგინა ორი ხუთკაციანი გუნდი. 

შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს. მოკლედ მიმოვიხილეთ განსახორციელებელი კვლევის შესაძლო ვარიანტები. შეხვედრას ესწრებოდნენ: გუნდების წევრები - ანა ბეჟანიძე, ელენე ბერიძე, ლიზა გორგილაძე, ნინო ბერიძე, ნინო ბეჟანიძე, ანანო შერვაშიძე, ანიტა თებიძე, გოგა ავალიანი, დათუნა ბერიძე, დაჩი გოგუაძე და STEM-ასისტენტი - ზაკო სანიკიძე, გუნდების ხელმძღვანელი (პედაგოგი) - ქ-ნი თამარ თავდგირიძე.

აღსანიშნავია გუნდის წევრების მაღალი ინტერაქციის ხარისხი და დაინტერესება კვლევითი პროექტებისადმი.

 

მომდევნო შეხვედრა ჩატარდება გუნდების მიერ საკვლევი თემის შერჩევისთანავე.

 

 

გამოქვეყნებულია: 12-12-2023