სიახლეები

 

ქიმიის ტერმინოლოგიის ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური განმარტებითი ონლაინლექსიკონი

12 დეკემბერს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება ქიმიის ტერმინოლოგიის ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური განმარტებითი ონლაინლექსიკონის წარდგინება.

ლექსიკონი განთავსებულია ვებმისამართზე: www. chemistry.ge/dictionary.

ქიმიის ტერმინოლოგიის ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური განმარტებითი ონლაინლექსიკონი შეიქმნა ქიმიის ახალი ტერმინების შემუშავებაზე, ცნებების, კანონებისა და განმარტებების  სწორი და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო ორგანიზაციის IUPAC  მუდმივმოქმედი კომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძველზე, კერძოდ, წარმოდგენილი ლექსიკონი დაემყარა ე.წ. „ოქროს წიგნში“  (Compendium of Chemical Terminology. Gold Book, IUPAC, 2014, Version 2.3.3. შესულ ტერმინოლოგიას.

ლექსიკონი შეიქმნა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტი SL-22-339).

ლექსიკონის შექმნის პროცესში ჩართული იყო გაფართოებული სარედაქციო კოლეგია სხვადასხვა  უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტების, როგორც ქიმიკოსების, ასევე ტერმინოლოგ-ენათმეცნიერების  მონაწილეობით.

 

 

 

გამოქვეყნებულია: 11-12-2023