სიახლეები

 

STEM-ასისტენსი თბილის 215-ე საჯარო სკოლაში

7 დეკემბერს STEM- ასისტენტი ვარკეთილის 215-ე საჯარო სკოლას ეწვია ქიმიის პედაგოგის ნინო დევრისაშვილის მიწვევით. შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ნაერთთა კლასებთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარებას.

STEM-ასისტენტებმა გიორგი მიქაძემ, მარიამ გელაშვილმა და ნიკოლოზ თოიძემ სტუმრობის პირველ ეტაპზე მოსწავლეებს წარუდგინეს და გააცანეს ხელთ არსებული აღჭურვილობა და მათთან ურთიერთობის დროს გასათვალისწინებელი უსაფრთხოების წესები.

ექსპერიმენტული ნაწილი დაიწყო ნეიტრალიზაცის რეაქციით და გაგრძელდა ისეთი რეაქციის ტიპებით როგორიცაა: ურთიერთქმედება მეტალსა და მჟავას შორის, რეაქციები ნალექების გამოყოფით, ფუძის დალექვა და აირის გამოყოფა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ენახათ და გარკვეული  წვლილი თავადაც შეეტანათ სხვადასხვა ინდიკატორით ნივთიერების pH დადგენაში. ამასთან, მათი მეტად დაინტერესებისა და ვიზუალური შთაბეჭდილებების სიმრავლისთვის წარმოვადგინეთ ოქროს წვიმისა და ვერცხლის სარკის რეაქციები. შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა. მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ მიღებული გამოცდილებით! 

 

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

 

გამოქვეყნებულია: 08-12-2023