სიახლეები

 

STEM ასისტენსი 58-ე საჯარო სკოლაში

30 ნოემბერს N58 საჯარო სკოლის ქიმიის კლუბთან თამარ ცეცხლაძემ ჩაატარა მორიგი შეხვედრა პროექტის „STEM-ასისტესი“ ფარგლებში. სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ კლუბის მოსწავლეები დაამუშავებენ თემას სახელწოდებით “სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივად დაწმენდილ და დამუშავებულ ღვინოებში მქროლავი მჟავების, შაქრიანობისა და ფენოლური ნივთიერებების განსაზღვრა“. პროექტში ჩართული არიან მოსწავლეები: დავით ბასიაშვილი, ანდრია ქარელი, ელენე ტორჩინავა, გივიკო ტყეშელაშვილი, მარიამ აბრამიძე, ნინო ციხელაშვილი, ნია დუჩიძე და ვატო მღებრიშვილი.

მომზადებული კვლევითი პროექტით ახალგაზრდა მკვლევარები მოხსენებით წარსდგებიან მე-3 რესპუბლიკურ კონფერენციაზე „ოქროს რიცხვი-2024“, რომელიც გაისად 19 მაისს ჩატარდება.

 

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

 

 

 

გამოქვეყნებულია: 04-12-2023