სიახლეები

 

STEM ასისტენსი სურამის მე-3 საჯარო სკოლაში

სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სურამის მე-3 საჯარო სკოლა ჩაერთო პროექტში STEM ასისტენსი.

პირველი შეხვედრა 27 ნოემბერს ონლაინ ფორმატში შედგა, რომელზეც ესწრებოდნენ ქიმიის პედაგოგი ნინო ნოზაძე და ქიმიის კლუბის წევრები გიორგი ხაჩიძე, გიორგი კონჯარია, ქეთევან გოგოლაძე, ანი კიკნაძე, მარიამ  ტალახაძე, ხოლო პროექტის მხრიდან გია ხატისაშვილი, თინათინ ბუთხუზი და  STEM ასისტენტი სალომე ქვარცხავა.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ   STEM ასისტანსის ფარგლებში შემუშავებული კვლევის განხორციელების შესაძლებლობაზე სკოლაში  და დავგეგმეთ ჩაგვეტარებინა კვლევა წყლის საერთო სიხისტის განსაზღვრის შესახებ სურამის სხვადასხვა წარმოშობის წყლებში და მასზე კლიმატური პირობების გავლენის შესახებ. დაიგეგმა შემდეგი სამოქმედო ნაბიჯებიც და უკვე 1 დეკემბერს უშუალოდ სკოლას ეწვია  საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცის წევრი,  ოლაინ სკოლის „ზურგჩანთა“ მასწავლებელ, STEM ასისტენტი  სალომე  ქვარცხავა.

მთელი კვლევის ფარგლებში მოსწავლები   მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ სამუშაო პროცესში და ჰქონდათ  საკუთარი ხელით ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი  და გამოეტანათ დასკვნები.

კვლევაში განისაზღვრა საერთო სიხისტე რამდენიმე სახის ბუნებრივ წყალში: ე.წ. „რკინის წყალი“, წყაროს წყალი, ჭიის წყალი და ონკანის წყალი.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.



შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 04-12-2023