სიახლეები
STEM-ასისტენსი თბილის 221-ე საჯარო სკოლას ესტუმრა
29 ნოემბერს, STEM ასისტენტები - თბილისის აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსელი სტუდენტები - ნინი გორგოძე, ვალერი დუშაშვილი და ლიზი თავაძე ეწვივნენ ქ. თბილისის 221-ე საჯარო სკოლას.
პროექტის ფარგლებში ასისტენტებს მიეცათ საშუალება ექსპერიმენტალურად წარედგინდათ მეცხრეკლასელთათვის ნაერთთა კლასები.
მოსწავლეები გაეცნენ ლაბორატორიულ დანადგარებთან და რეაქტივებთან მუშაობისათვის აუცილებელ უსაფრთხოების წესებს. ამ უკანასკნელის აუცილებლობა ექსპერიმენტალურადაც დაასაბუთეს სტუდენტებმა ორგანული ნაერთის მჟავით დანახშირებით. წარადგინეს pH-ის გაზომვისა და იდენტიფიცირების მეთოდები, ნეიტრალიზაციისა და მიმოცვლის რეაქციები, კრისტალჰიდრატებისა და კომპლექსნაერთების თვისებები. ჩატარდა არაერთი სანახაობრივი ექსპერიმენტიც, როგორიცაა ქამელეონი, ჟანგბადის გამოყოფა და მის არეში წვა, ხელოვნური სისხლის ეფექტი, უხილავი კვამლი, ჯადოსნური ჯოხი, ვულკანი და სპილოს ხორთუმი. ზემოხსენებულმა წარმატებით შეძლო მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავება ქიმიისადმი. სანახაობამ არამხოლოდ მოხიბლა დამსწრე საზოგადოება, არამედ დააინტერესა მის მიღმა არსებული მეცნიერებით.
ექპერიმენტთა მსვლელობასთან ერთად STEM ასისტენტები ყურადღებას ამახვილებდნენ როგორც მეთოდიკის ტექნიკურ მხარეზე, ასევე თეორიულზე.
შეხვდრას ასამდე მოსწავლე ესწრებოდა და საათნახევარი გაგრძელდა, რა დროშიც წარმატებით მოხერხდა დაგეგმილი ცდების სრულად განხორციელება.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:
გამოქვეყნებულია: 30-11-2023