სიახლეები
ლიტერატურული კონკურსის- „ვწერ მასწავლებლისთვის“
4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“ს მიერ, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის- „ვწერ მასწავლებლისთვის“- დაჯილდოების ცერემონიალი.საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია კონკურსის დაარსების დღიდან არის მისი მხარდამჭერი და დაწესებული აქვს სპეციალური პრიზი ბუნებისმეტყველების მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე შექმნილი ნაწარმოეისათვის.
მიმდინარე წელს ჩვენი ასოციაციის სპეციალური პრიზი გადაეცა თამარ ესიტაშვილს მოთხრობისთვის “მზე ღრუბლების უკან”.
დამატებითი ინფორმაცია კუნკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე .
ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი, რომელშიც კონკურსში გამარჯვებული ათი საუკეთესო მოთხრობა შევიდა, გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge“-ზე.
ფოტო - გელა ბედიანაშვილის
გამოქვეყნებულია: 05-10-2023