სიახლეები
IChTo-2023 ტურნირის შესარჩევი ტური
გაცნობებთ, რომ ქიმიის საერთაშორისო ტურნირის შესარჩევი ტური ჩატარდება დღეს, 13:00 საათზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, აუდიტორია #224.
შეგახსენებთ, რომ ქიმიის საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი მიმდინარე წელს არის საქართველო და 18-23 აგვისტოს უმასპინძლებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
ტურნირში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოხატეს უნგრეთის, ტაივანის, სინგაპურის, ტაილანდის, ვიეტნამის გუნდებმა. რეგისტრაცია დასრულდება ივნისის ბოლოს.
ტურნირის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ვებგვერდზე http://ichto.org/en.
გამოქვეყნებულია: 02-06-2023