სიახლეები

 

ოლიმპიადის მესამე ტური

ქიმიის რესპუბლიკური მეორე ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილეებს გაეგზავნათ მესამე ტურის შედეგები.

შეფასების სქემები განთავსებულია ოლიმპიადის ვებგვერდზე: https://chemistry.ge/school/olympiada/silabus.php

საპრიზო ადგილები განაწილდება კვირას, 28 მაისს 14:00 საათზე დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ჩატარდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (კახა ბენდუქიძის კამპუსი).

მესამ ტურის მონაწილეებს უფლა აქვთ მიღებული შეფასების გადახედვა მოითხოვონ არბიტრაჟის წესით. არბიტრაჟისათვის, სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა 24 მაისის 17:00 საათამდე შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/5ykFz2HnCMwSwQk9A

არბიტრაჟი ჩატარდება 25 მაისს 18:00 საათიდან.

არბიტრაჟზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ რეგისტრირებული მონაწილეები ელფოსტით მიიღებენ არბიტრაჟის ზუსტ თარიღს,  დროს და შესაბამის zoom-ის ბმულს. არბიტრაჟზე ოლიმპიადის მონაწილემ თავად უნდა დაიცვას საკუთარი ნაშრომი.

 

პატივისცემით,

ოლიმპიადის სამეცნიერო კომიტეტი

 

 

გამოქვეყნებულია: 23-05-2023