სიახლეები
ქიმიის რესპუბლიკური მე-2 ოლიმპიადა “ზურგჩანთა“ | ფინალური ტური
2023 წლის 21 მაისს ჩატარდა ქიიმის რესპუბლიკური მე-2 ოლიმპიადის ფინალური ტური. მესამე ტურში გადასული იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 46 მოსწავლე. ფინალურ ტურში მონაწილეობა მიიღო 42-მა კონკურსანტმა.
ოლიმპიადა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისა და ონლაინ სკოლა „ზურგჩანთას“ ორგანიზებით ეწყობა, ფინალური ტურს ტრადიციულად კახა ბენდუქიძის კამპუსი მასპინძლობს.
ოლიმპიადის მონაწილეთა საპრიზო ადგილები ცნობილი გახდება კვირას, 28 ,მაისს დაჯილდოების ცერემონიალზე.
გამოქვეყნებულია: 22-05-2023