ტრენინგები
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგ-მოდულზე:
„როგორ გავაფორმო ეფექტური სტენდური მოხსენება".
ტრენინგის ხანგრძლივობა 3 დღე, 10 საათი:
დღე 1 | 23 ივნისი, 2022: განხილული იქნება საკითხები - კვლევის შედეგების დამუშავება, სათაურის შერჩევა, კვლევის შედეგების თვალსაჩინოდ ორგანიზება (ცხრილები, ნახაზები, სქემები)
დღე 2 | 24 ივნისი, 2022: განხილული იქნება საკითხები - სტენდური მოხსენებების ტიპები, გაფორმების ზოგადი წესების გაცნობა, პროგრამაში MS Power Point სტენდური მოხსენების აგების პრინციპები, შესაძლებლობები (დიზაინი, სტილები, საბეჭდი ვერსიის მომზადება და .აშ.)
დავალება: მსმენელები მეორე დღის შემდეგ მიიღებენ სამეცნიერო ნაშრომების თეზისებს დაუფორმატებელი სახით. მათი მოვალეობა იქნება სათაურის შერჩევა, თვალსაჩინო მოდულების გამოყოფა, შექმნა, პრეზენტაციის აწყობა და დასაბეჭდი ვერსიის მომზადება.
დღე 3 | 26 ივნისი, 2022: დავალებების წარმოდგება და ინდივიდუალურად განხილვა.
ჯგუფში მსმენელების რაოდენობა: 10-15
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/imBcDRUr5gHn3XH46
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: contact@chemistry.ge