ტრენინგები
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქიმიის მასწავლებელთათვის ატარებს ტრენინგების ციკლს თეორიულ ქიმიასა და პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის მეთოდებში.
ტრენინგის მიზანია თეორიული ცოდნის გაღრმავება ზოგად, არაორგანულ და ორგანულ ქიმიაში და პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის უნარების გამომუშავება.
ტრენინგი ჩატარდება ოთხ დამოუკიდებელ მოდულად:
მოდული. როგორ ამოვხსნა ქიმიის ამოცანა (2 დღე x 5 საათი, სულ 10 საათი).
ტრენერები: ელიზბარ ელიზბარაშვილი, თინათინ ბუთხუზი, სოფო ფაცაცია
- აირები, წნევის ცვლილება
- ხსნარები, გატიტვრა
- კინეტიკა
- pH
- ნარევები
- ფორმულის დადგენა (ორგანული ნაერთები და არაორგანული ნაერთები)
მოდული. ზოგადი ქიმია (5 საათი).
ტრენერები: თინათინ ბუთხუზი, სოფო ფაცაცია
- ატომის აღნაგობა, ელექტრონული ფორმულები, ატომბირთვული რეაქციები, კვანტური რიცხვები
- ბმის ტიპები, ჰიბრიდიზაცია, ჟანგვის რიცხვი და ვალენტობა, კომპლექსური ნაერთების ზოგადი დახასიათება
- ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები: რეაქციების ჩაწერა და გათანაბრება; ელექტროლიზი
- კინეტიკა, წონასწორობა; გრაფიკების წაკითხვა
მოდული. არაორგანული ქიმია (5 საათი).
ტრენერები: თინათინ ბუთხუზი, სოფო ფაცაცია
- ძირითადი ელემენტების და მათი ნაერთების მნიშვნელოვანი და სპეციფიური თვისებები
- ძირითადი არაორგანული ნაერთების თვისებითი რეაქციები
- არაორგანული ნაერთების მონაწილეობით მიმდინარე რეაქციის ტოლობების ჩაწერა მოცემული სიტყვიერი ტოლობების საფუძველზე
მოდული. ორგანული ქიმია (5 საათი).
ტრენერი: ელიზბარ ელიზბარაშვილი
- ორგანული ნაერთების იზომერიის და ნომენკლატურის ძირითადი პრინციპები
- ორგანულ ნაერთთა გარდაქმნის სქემები
- ორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების მნიშვნელოვანი და სპეციფიური თვისებები
- ორგანულ ნაერთთა თვისებითი რეაქციები
- ორგანული ნაერთების მონაწილეობით მიმდინარე რეაქციის ტოლობების ჩაწერა მოცემული სიტყვიერი ტოლობების საფუძველზე
ტრენინგების მონაწილეები მიიღებენ:
- სატრენინგო მასალებს (პრეზენტაციის კრებულებს, სავარჯიშო მასალებს)
- სატრენინგო მასალებსა და სახელმძღვანელოებს ელექტრონულად (CD დისკი)
- ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
მოცემული ტრენინგები კრედიტ ქულების მინიჭებას არ ითვალისწინებს.
ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობაა 12-15.
ტრენინგის მოდულების ღირებულება:
მოდული. როგორ ამოვხსნა ქიმიის ამოცანა - 100 ლარი
მოდული. ზოგადი ქიმია - 50 ლარი
მოდული. არაორგანული ქიმია - 50 ლარი
მოდული. ორგანული ქიმია - 50 ლარი
რამდენიმე მოდულის არჩევის შემთხვევაში ყოველ დამატებით მოდულზე მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება (2 მოდული - 5%, სამი მოდული - 10%, ოთხი მოდული - 15%)
ტრენინგები დაიწყება ჯგუფის შედგენისთანავე ოქტომბრის თვეში.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.
ჩატარების ადგილი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
მისმართი: 240 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
საკონტაქტო პირი: პროექტის ადმინისტრატორი ნათია ოჩხიკიძე n.ochkhikidze@agruni.edu.ge.
ტელ: 599 58 28 30