ტრენინგები

 საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქიმიის მასწავლებელთათვის ატარებს ტრენინგს „როგორ შევქმნა საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსი“.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  1. ელექტრონული პრეზენტაციის შექმნა
  2. ქიმიური პროგრამები, კლასიფიკაცია, დანიშნულება, გამოყენება
  3. ვიდეო და აუდიო მასალების შექმნა
  4. ელექტრონული რესურსების ინტერნეტში განთავსება

ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 სთ

ტრენინგის ფორმატი:  4 სთ  მეცადინეობა,  1 სთ ყავის შესვენება

ტრენინგის კომპონენტები:

  • პრეზენტაცია (1 საათი)
  • სემინარი - (1 საათი ) - პრეზენტაციაზე განხილული მასალების ადაპტაცია პრაქტიკულ ამოცანებში, დავალებების განაწილება ქვეჯგუფებში
  • დამოუკიდებელი მუშაობა (1 საათი,) - მონაწილეთა ქვეჯგუფები შეასრულებენ მოცემულ დავალებას
  • განხილვა  - (1 საათი) - თითოეული ქვეჯგუფი წარადგენს საკუთარ ვერსიას, შედგება მისი განხილვა.

ტრენინგების მონაწილეები მიიღებენ:

  1.  სატრენინგო მასალებს (პრეზენტაციის კრებულებს, სავარჯიშო მასალებს)
  2.  სატრენინგო მასალებსა და სახელმძღვანელოებს ელექტრონულად (CD დისკი)
  3.  ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობაა 10-15.

ტრენინგის ღირებულება: 100 ლარი;  ასოციაციის წევრები მიიღებენ 30%-იან ფასდაკლებას.

რეგისტრაციის დასრულება: რეგისტრაცია მუდმივად გაგრძელდება. 

ტრენინგის დაწყება: ტრენინგი დაიწყება ჯგუფის შედგენისთანავე.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.

ჩატარების ადგილი: გამოქვეყნდება მოგვიანებით.
მისმართი: გამოქვეყნდება მოგვიანებით

საკონტაქტო პირი: თეა მათითაიშვილი t.matitaishvili@agruni.edu.ge. ტელ: 595 63 66 76