ტრენინგები
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქიმიის მასწავლებელთათვის ატარებს ტრენინგს „როგორ დავწეროთ სტატია“.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სამეცნიერო ნაშრომის ტიპები
- სამეცნიერო ნაშრომის არქიტექტურა (შემადგენელი კომპონენტები)
- ლიტერატურის წყაროები, მათი ძებნა, მითითების წესები
- პლაგიატი
- ნაშრომის გაფორმებისა და გამოქვექნების წესები
ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 სთ
ტრენინგის ფორმატი: 4 სთ მეცადინეობა, 1 სთ ყავის შესვენება
ტრენინგის კომპონენტები:
- პირველი დღე: პრეზენტაციები
- მეორე დღე: სემინარები. პრეზენტაციაზე განხილული მასალების ადაპტაცია პრაქტიკულ ამოცანებში, დავალებების განაწილება მონაწილეებისათვის
- განსჯა - თითოეული მონაწილე წარადგენს საკუთარ ვერსიას, შედგება მისი განხილვა.
ტრენინგების მონაწილეები მიიღებენ:
- სატრენინგო მასალებს (პრეზენტაციის კრებულებს, სავარჯიშო მასალებს)
- სატრენინგო მასალებსა და სახელმძღვანელოებს ელექტრონულად (CD დისკი)
- ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ტრენგის მონაწილეთა მიერ დაწერილი სტატიები შერჩევის შემდეგ დაიბეჭდება ჟურნალ "ქიმიის უწყებანში".
ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობაა 10-15.
ტრენინგის ღირებულება: 100 ლარი; ასოციაციის წევრები მიიღებენ 30%-იან ფასდაკლებას.
რეგისტრაციის დასრულება: რეგისტრაცია მუდმივად გაგრძელდება.
ტრენინგის დაწყება: ტრენინგი დაიწყება ჯგუფის შედგენისთანავე.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.
ჩატარების ადგილი: გამოქვეყნდება მოგვიანებით.
მისმართი:
გამოქვეყნდება მოგვიანებით
საკონტაქტო პირი: თეა მათითაიშვილი t.matitaishvili@agruni.edu.ge. ტელ: 595 63 66 76