როგორ განვათავსო ჩემი კვლევა საიტზე?

მეცნიერის ან სამეცნიერო ჯგუფის მიერ წარმოებული სამეცნიერო თემატიკის განთავსებისათვის ქიმიურ პორტალზე აუცილებელია ავტორის ან ავტორთა ჯგუფის გაწევრიანება საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციაში.

რეგიტრაციის პირობებისა და ინსტრუქციისათვის მიყევით ბმულს.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს განათავსოს მისი სამეცნიერო აქტივობის ამსახველი მასალა ქიმიურ პორტალზე.

სამეცნიერო აქტივობის მასალა უნდა მოიცავდეს:

  • კვლევის თემატიკის დასახელებას
  • საკვანძო სიტყვებს (სასურველია არ აღემატებოდეს ხუთ ერთეულს)
  • კვლევის თემატიკას (3-5 გვერდი). ძირითადი ტექსტი შეიძლება მოიცავდეს ცხრილებს, სქემებს, ნახაზებს, სურათებს და ა.შ.
  • წარმოდგენილი თემატიკის შესახებ გამოქვეყნებულ სამეცნიერო შრომების შერჩეულ ნუსხას და/ან მიღებული პატენტებისა და გრანტების ჩამონათვალს
  • მეცნიერის (ან სამეცნიერო ჯგუფის) საკონტაქტო ინფორმაციას: სახელი, გვარი, ორგანიზაცია, ტელეფონი, ელ-ფოსტა.

სამეცნიერო თემატიკის ვებ-გვერდის რედაქციაში წარმოდგენისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაბამისი ფორმა, რომლის ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ ბმულიდან.

 

შევსებული ფორმა მგამოაგზავნეთ ელფოსტაზე: contact@chemistry.ge