3.მე-3 ჯგუფის ელემენეტები
3.1.f-ელემენტები - ლანთანოიდები და აქტინოიდები
კითხვა:
დაახასიათეთ ლანთანოიდების ელექტრონული კონფიგურაცია? რატომ არის მათი 4f-მდგომარეობა ენერგეტიკულად ბევრად უფრო მომგებიანი?
პასუხი:
ლანთანოიდების ატომების ელექტრონული კონფიგურაცია შემდეგი ზოგადი ფორმულით გამოისახება: 4f2-145s2sp65d0-16s2. მიუხედავად 4f და 5d-ორბიტალების ენერგიების სიახლოვისა, ქიმიური და სპექტროსკოპიული მეთოდებით დადგინდა, რომ 4f-მდგომარეობა ენერგეტიკულად ბევრად უფრო მომგებიანია. 4f-ორბიტალების შეკრების წესის მიხედვით, ლანთანოიდები იყოფა ქვეჯგუფებად. პირველი შვიდი ელემენტი (Ce-Gd) წარმოადგენს ცერიუმის ქვეჯგუფს, დანარჩენი შვიდი კი - ტერბიუმის ქვეჯგუფს (Tb-Lu).
ცერიუმის ქვეჯგუფი: | Ce | Pr | Nd | Pm | Sm | Eu | Cd |
4f2 | 4f3 | 4f4 | 4f5 | 4f6 | 4f7 | 4f75d1 | |
ტერბიუმის ქვეჯგუფი: | Nb | Dy | Ho | Ev | Tm | Yb | Lu |
4f7+2 | 4f7+3 | 4f7+4 | 4f7+5 | 4f7+6 | 4f7+7 | 4f145d1 |
მდგრადი ელექტრონული კონფიგურაციის მქონე Gd-სა და Lu-ს, 5d-ქვედონეზე f7 და f14 დამატებითი ელექტრონი აქვთ. უმნიშვნელო აღგზნებისას, 4f-ქვედონიდან ერთი (იშვიათად - ორი) გადადის 5d ქვედონეზე.
ლანთანოიდების თვისებებს ძირითადად განაპირობებს 5d16s2-ელექტრონები. რადგანაც ლანთანოიდების სავალენტო ელექტრონებს ძირითადად წარმოადგენენ 5d16s2-ელექტრონები, მათი მდგრადი ჟანგვითი რიცხვი +3-ის ტოლია. ლანთანთან (4f0), გადოლინიუმთან (4f7) და ლუტეციუმთან (4f14) ახლოს მდგომ ელემენტებს ცვალებადი ჟანგვითი რიცხვი აქვთ. მაგალითად, ცერიუმისთვის (4f26s2) +3-ის ტოლ ჟანგვით რიცხვთან ერთად დამახასიათებელია +4-ის ტოლი ჟანგვითი რიცხვი. ეს დაკავშირებულია ორი 4f-ელექტრონის გადასვლასთან 5d-მდგომარეობაში. ამავე მიზეზით, +4-ის ტოლი ჟანგვითი რიცხვი შეიძლება გამოავლინოს პრაზეოდიმიუმმაც (4f36s2), თუმცა მისთვის ეს უფრო ნაკლებადაა დამახასიათებელი, ვიდრე ცერიუმისთვის. ევროპიუმი, რომელსაც შვიდი 4f-ელექტრონი აქვს (4f736s2), პირიქით, ავლენს +2-ის ტოლ ჟანგვით რიცხვს. ანალოგიურ თანაფარდობას აქვს ადგილი ტერბიუმის ქვეჯგუფის ელემენტებისთვის (თუმცა, ნაკლებად მკვეთრად არის გამოხატული). ტერბიუმი (4f96s2) და დისპროზიუმი (4f106s2) ავლენენ +4-ის ტოლ ჟანგვით რიცხვს, ხოლო იტერბიუმი (4f146s2)და თულმიუმი (4f136s2)- +2-ის ტოლ ჟანგვით რიცხვს. ტიპური ჟანგვითი რიცხვის ცვლილების პერიოდული ხასიათი კარგად ჩანს შემდეგი ცხრილიდან:
|
|
|
|
|
|
La |
Ce |
Pr |
Nd |
Pm |
Sm |
Eu |
Gd |
Tb |
Dy |
Ho |
Er |
Tm |
Yb |
Lu |