17.მე-17 ჯგუფის ელემენტები

17.1.ჰალოგენები

კითხვა:

რა როლს ასრულებს ფთორი, ქლორი, ბრომი და იოდი ადამიანის ორგანიზმში?

 

პასუხი:

ფთორი ადამიანის ორგანიზმში ამაგრებს ძვლის ჩონჩხს, ზრდის იმუნიტეტს, ხელს უწყობს თმის და ფრჩხილების ზრდას, ორგანიზმიდან გამოაქვს რადიკალები და მძიმე მეტალები, აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას, კბილებს იცავს კარიესისგან. ადამიანის ორგანიზმი 0.25 % ქლორის იონს შეიცავს. ქლორს შეიცავს სისხლი, ფილტვები, ელენთა, თირკმელები, კანი; მცირე რაოდენობით – კუნთოვანი ქსოვილები, ძვლები, ღვიძლი. ქლორი NaCl-ის, KCl-ის, CaCl2-ის და MgCl2-ის სახით შედის ორგანიზმის თითქმის ყველა სითხის შედგენილობაში. განსაკუთრებული ფიზიოლოგიური როლი აკისრია სუფრის მარილს, რომლის სადღეღამისო ოპტიმალური რაოდენობაა 5-10 გრამი. ორგანიზმში არეგულირებს წყლის ბალანსს და სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესს. იგი არის მჟავა-ფუძე წონასწორობის და სისხლის ოსმოსური წნევის რეგულატორი; არსებით როლს ასრულებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. აირადი ქლორი ძლიერი საწამლავია! იოდი სიცოცხლისთვის შეუცვლელი მიკროელემენტია. ის შედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების triiodothyronine (T3) და thyroxine (T4) შემადგენლობაში, რომლებიც TSH ჰორმონთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ორგანული იოდიდები ძლიერ ტოქსიკური ნაერთებია. განსაკუთრებით ტოქსიკურია მეთილიოდიდი!