17.მე-17 ჯგუფის ელემენტები
17.1.ჰალოგენები
კითხვა:
რა არის ფთორწყალბადმჟავაში ზოგიერთი ნაერთის კარგი ხსნადობის მიზეზი? დაასახელეთ ეს ნაერთები.
პასუხი:
ფთორწყალბადის მოლეკულა ძლიერ პოლარულია (μ=0.64×10-29 კ·მ, dH=0.4+ და δF=0,4-) და წყალბადური ბმის ხარჯზე ასოციაციის უნარი აქვს:
ამიტომ ფთორწყალბადი ჩვეულებრივ პირობებში უფერო სითხეა. თხევადი HF-ის იონიზაცია ძალიან მცირეა და ხორციელდება პროტონის (ან შესაბამისი ფთორიდ-იონის) გადასვლით ერთი მოლეკულიდან მეორეზე. შედეგად წარმოიქმნება სოლვატირებული იონები FH2+ და FH2-:
ამიტომ ფთორწყალბადი ძლიერი მაიონიზირებელი გამხსნელია. მასში კარგად იხსნება წყალი და პირველი ჯგუფის s-ელემენტების ფთორიდები, სულფატები და ნიტრატები. შედარებით ცუდად იხსნება მეორე ჯგუფის s-ელემენტების ფთორიდები, სულფატები და ნიტრატები. გახსნილი ნივთიერებები HF-ის მოლეკულას ართმევენ პროტონს და იზრდება უარყოფითი იონის ( :) რაოდენობა. ამიტომ ისინი ფუძეებს წარმოადგენენ. მაგალითად:
KNO3 + 2HF → K+ + HNO3 +
უფრო მეტიც, HCl, HI და HNO3 ამ პირობებში ავლენენ ფუძის თვისებებს:
HCl + 2 HF → ClH2+ + HF2-
HNO3 + 2 HF → NO3H2+ + HF2-
ზოგადი ქიმიის კურსიდან ცნობილია, რომ თუ ნივთიერების გახსნით გამხსნელის სოლვატაციით მიღებული ანიონების ( ) რაოდენობა იზრდება, მაშინ გახსნილი ნივთიერება ფუძე ბუნებას ავლენს, ხოლო თუ ნივთიერების გახსნით იზრდება გამხსნელის კატიონების (FH2+) რაოდენობა, გახსნილი ნივთიერება მჟავა ბუნებისაა. ასე მაგალითად:
BF3 + 2 HF → FH2+ + BF4-
აქ FH2+-ის რაოდენობა იზრდება, ამიტომ BF3 მჟავა ბუნების ნაერთია. ასევეა SbF5.