17.მე-17 ჯგუფის ელემენტები

17.1.ჰალოგენები

კითხვა:

შეადარეთ ჰალოგენების ჟანგვითი რიცხვები. რატომ აქვთ ცვალებადი ჟანგვითი რიცხვების გამოვლენის უნარი ქლორს, ბრომს და იოდს?

 

პასუხი:

ფთორის, როგორც ყველაზე ელექტროუარყოფითი ელემენტის, ჟანგვითი რიცხვი ნაერთებში ყოველთვის -1-ის ტოლია. ნაერთებში ქლორის ჟანგვითი რიცხვებია: -1, +1, +3, +5, +7.

ბრომის ქვეჯგუფის ელემენტები არსებითად განსხვავდება ფთორისა და ქლორისაგან. ყველაზე მდგრადია ნაერთები ჟანგვითი რიცხვით -1 და +5. ამ ელემენტებისათვისაც დამახასიათებელია ჟანგვითი რიცხვები: -1, +1, +3, +5, +7.

ქლორის, ბრომის და იოდის ატომებს გარე გარსზე აქვთ თავისუფალი d ორბიტალი. აგზნებისას (ენერგიის მიწოდებით) ადგილი აქვს s და p ორბიტალებიდან 1, 2 ან 3 ელექტრონის გადასვლას თავისუფალ d ორბიტალზე. ამის გამო, ზემოაღნიშნული ელემენტების ატომების გარე გარსზე იქნება 3, 5 ან 7 გაუწყვილებელი ელექტრონი:

შედეგად, ნაერთებში ეს ელემენტები, -1 და +1 ჟანგვითი რიცხვების გარდა, გამოავლენენ ჟანგვით რიცხვებს +3, +5, +7. ფთორს (მეორე პერიოდის ელემენტია) თავისუფალი d ორბიტალი არ გააჩნია, ამიტომ მისთვის ნაერთებში დამახასიათებელია მხოლოდ ჟანგვითი რიცხვი -1.