15.მე-15 ჯგუფის ელემენტები
15.2.დარიშხანის ქვეჯგუფი
კითხვა:
ტექნიკის რომელ დარგებში გამოიყენება დარიშხანი, სტიბიუმი, ბისმუტი და მათი ნაერთები?
პასუხი:
თავისუფალი დარიშხანი მეტალებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერებაა. მისი გამოყენების სფერო მეტად ფართოა. დარიშხანი გამოიყენება ნახევარგამტარულ სისტემებში. კომპიუტერული ტექნიკა, გამოთვლითი მანქანები, მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის მოწყობილობები და თანამედროვე ტექნიკის სხვა დარგები წარმოუდგენელია ისეთი მიკროსქემების გარეშე, სადაც აუცილებელ კომპონენტს გალიუმის და ინდიუმის არსენიდები წარმოადგენს. დარიშხანის ნაერთებს ფართოდ იყენებენ მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში - ინსექტიციდებად (მავნე მწერების საწინააღმდეგოდ). დარიშხანოვანი ანჰიდრიდი გამოიყენება, როგორც მღრღნელების მომსპობი შხამი.
სტიბიუმის სულფიდები გამოიყენება ასანთისა და რეზინის წარმოებაში.
As, Sb და Bi გამოიყენება ზოგიერთი შენადობების მისაღებად. Sb-ის დამატებით შენადნობის სიმტკიცე იზრდება. სტიბიუმისა და ტყვიის შენადნობისაგან (5-15 % Sb) ამზადებენ ტყვიის აკუმულატორების ფირფიტებს, აგრეთვე ფურცლებს და მილებს ქიმიური მრეწველობისათვის. გარდა ამისა, მცირე რაოდენობით გერმანიუმის დამატებით, სტიბიუმი იძენს ნახევარგამტარულ თვისებებს. ზოგიერთი ანთიმონიდი (AlSb, InSb) ნახევარგამტარული თვისებების მქონე ნივთიერებაა და გამოიყენება ელექტრონულ ტექნიკაში.
ბისმუტ(III)-ის ნაერთები გამოიყენება მედიცინასა და ვეტერინარიაში.