15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.2.დარიშხანის ქვეჯგუფი

კითხვა:

როგორი მადნების სახით არის ბუნებაში გავრცელებული დარიშხანი, სტიბიუმი და ბისმუტი? დაასახელეთ ეს მადნები და დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

 

პასუხი:

დედამიწის ქერქში დარიშხანის, სტიბიუმის და ბისმუტის შემცველობა დიდი არ არის. დარიშხანი ბუნებაში გვხვდება ძირითადად რეალგარის (As4S4) და აურიპიგმენტის (As4S6) სახით:

რეალგარი (As4S4)

აურიპიგმენტი (As4S6)

 

დარიშხანი კოლჩედანების თითქმის მუდმივი შემადგენელი ნაწილია, სადაც ის გოგირდს ანაცვლებს. ყველაზე ცნობილია დარიშხანის კოლჩედანი არსენოპირიტი (FeAsS), რომელიც აღნაგობით პირიტის FeS2-ის მსგავსია.

ნაკლებადაა გავრცელებული მინერალებია NiAs2 „ნიკელის თეთრი“, კოლჩედანი, CoAsS კობალტის კრიალა.

დარიშხანი გვხვდება როგორც თვითნაბადი, ისე სტიბიუმის და ბისმუტის მინარევების სახით.

დარიშხანი საკმაოდ გაბნეული ელემენტია დედამიწაზე. გოგირდის მადნებიდან მოპოვებული მეტალები თითქმის ყოველთვის შეიცავენ დარიშხანის მინარევებს.

სტიბიუმი ბუნებაში გვხვდება გოგირდთან ნაერთის სახით: Sb2S3 სტიბიუმის კრიალა, Ag3SbS3 წითელი მადანი, Cu3SbS3 შავი მადანი. სტიბიუმი იშვიათად გვხვდება თვითნაბადი სახით.

ბისმუტი დედამიწის ქერქში ძალიან მცირე რაოდენობითაა (0.00002%). ის გვხვდება როგორც თავისუფალი, ისე ნაერთების სახით, კერძოდ, Bi2O3 ბისმუტის ოქსიდისა და Bi2S3 ბისმუტის კრიალას სახით.