14.მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.3.გერმანიუმის ქვეჯგუფი
კითხვა:
როგორია α- და β- კალამჟავების მიღების ხერხები და თვისებები?
პასუხი:
α-კალამჟავა მიიღება SnCl4-ზე ამიაკის წყალხსნარის მოქმედებით:
SnCl4 + 4 NH4OH → H2SnO3 + 4 NH4Cl + H2O
კალა ადვილად იხსნება კონცენტრირებულ მარილმჟავაში Sn(II)-ის ქლორიდის წარმოქმნით:
Sn + 2 HCl → SnCl2 + H2↑
კალაზე ენერგიულად მოქმედებს კონცენტრირებული აზოტმჟავა, რის შედეგადაც მიიღება წყალში უხსნადი ფხვნილი – b-კალამჟავა:
Sn + 4 HNO3 → H2SnO3- + 4 NO2 + H2O
კონცენტრირებულ გოგირდმჟავაში კალა ნელა იხსნება SO2-ის გამოყოფით.
β-კალამჟავა არ იხსნება მჟავებსა და ტუტეებში. ხსნად მდგომარეობაში გადასაყვანად საჭიროა მისი შელღობა ტუტეებთან.
ახლად მიღებული a-კალამჟავა იხსნება მჟავაში და ტუტეში. a-კალამჟავა თანდათან გადადის β-კალამჟავაში და ხდება ქიმიურად არააქტიური. იმ ხსნართან ხანგრძლივი შეხებისას, საიდანაც გამოილექება, α-კალამჟავა თანდათან გარდაიქმნება β-კალამჟავად.