1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.2.ტუტე მეტალები

კითხვა:

რით განსხვავდება ლითიუმი ამავე ჯგუფის სხვა მეტალებისაგან?

 

პასუხი:

სხვა ტუტე მეტალებისაგან განსხვავებით, ლითიუმი ადვილად უერთდება აზოტს და წარმოქმნის Li3N-ს.

ჰაერზე წვისას ლითიუმი წარმოქმნის ოქსიდს, ხოლო დანარჩენი ტუტე მეტალები წარმოქმნიან სამი ტიპის ჟანგბადნაერთს  - ოქსიდს, პეროქსიდს და სუპეროქსიდს.

ლითიუმი მშვიდად ურთიერთქმედებს წყალთან, ნატრიუმი ძალზე ენერგიულად, ხოლო დანარჩენი ტუტე მეტალები  - აფეთქებით. ლითიუმის ნაერთები გამოირჩევა ნაკლები მდგრადობით. მაგალითად, LiOH გახურებით იშლება
 (2 LiOH → Li2O + H2O), მაშინ, როცა სხვა ჰიდროქსიდები თერმულად გაცილებით მდგრადია.

თერმულად არამდგრადია ლითიუმის კარბონატიც, სხვა ტუტე ლითონთა კარბონატები კი  - მდგრადი. არამდგრადობის გამო ლითიუმის ჰიდროკარბონატი მხოლოდ ხსნარში არსებობს. სხვა ტუტე ლითონთა ჰიდროკარბონატები არსებობს მყარი სახით და იშლება მხოლოდ 100 °C-დან 300 °C-მდე გახურებით. ყველაზე ნაკლებად მდგრადი ტუტე ლითონების ნიტრატებია; გახურებით ყველაზე ადვილად იშლება ლითიუმის ნიტრატი:

4 LiNO3 →  2 Li2O + 4NO2 + O2

2 KNO3   →  2 KNO2 + O2

ტუტე მეტალების წყალში ხსნადობა თანდათან იზრდება ლითიუმიდან ცეზიუმზე გადასვლისას (LiF უხსნადია).

როგორც ვხედავთ, ლითიუმის ნაერთების თვისებები ანომალურია, რაც ლითიუმის მცირე ატომური რადიუსით აიხსნება.