10.მე-10 ჯგუფის ელემენტები
10.1.ნიკელი
კითხვა:
რომელი ფაქტორებისადმი მდგრადობით გამოირჩევა ნიკელი? რით არის განპირობებული მისი ქიმიური მდგრადობა? როგორ ურთიერთქმედებს ნიკელი მჟავებთან პირობების მიხედვით?
პასუხი:
ნიკელის დიქლორიდი (NiCl2)
ნიკელი ხასიათდება მაღალი კოროზიამედეგობით - მდგრადია წყლის, ტუტეების და რიგი მჟავების მოქმედების მიმართ. ნიკელის მდგრადობა მის ზედაპირზე მდგრადი ოქსიდური ფენის წარმოქმნით აიხსნება.
მჟავების მოქმედების მიმართ ნიკელი უფრო მდგრადია, ვიდრე რკინა. განზავებული მჟავები ნიკელზე ძნელად მოქმედებენ. რკინის და კობალტის მსგავსად, ცივ კონცენტრირებულ აზოტმჟავაში ნიკელი პასიურდება, თუმცა ის ურთიერთქმედებს ცხელ აზოტმჟავასთან აზოტის დიოქსიდის გამოყოფით, მარილმჟავასთან [Ni(II)-ის ქლორიდის წარმოქმნით] და განზავებულ გოგირდმჟავასთან.
ნიკელი აქტიურად ურთიერთქმედებს განზავებულ (30%-იან) აზოტმჟავასთან (ა) და ცხელ კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან Ni(II)-ის შესაბამისი მარილების წარმოქმნით:
3 Ni + 8 HNO3 → 3 Ni(NO3)2 + 2 NO + 4 H2O
Ni + 2 H2SO4 → NiSO4 + SO2 + 2 H2O
წვრილად დისპერგირებული ნიკელი “იწვის” NO-ს და N2O3-ის წარმოქმნით, რომელთა შესაბამისი ჰიდროქსიდებია Ni(OH)2 და Ni(OH)3. ის ფხვნილისებრ მდგომარეობაში პიროფორულია.