8.მე-8 ჯგუფის ელემენტები

8.1.რკინა

კითხვა:

როგორ მიიღება Fe(III)-ის ნაერთები?

 

პასუხი:

რკინა(III)-ის მარილები მიიღება მეტალურ რკინაზე ძლიერი მჟანგავების მოქმედებით (ჰალოგენები, ცხელი კონცენტრირებული გოგირდმჟავა და აზოტმჟავა).

[Fe(OH)6]2+-იონი ერთი ელექტრონის დაკარგვით ადვილად იჟანგება [Fe(OH2)6]3+-მდე.

Fe3+ + e → Fe2+ სისტემის სტანდარტული პოტენციალის მნიშვნელობაა 0,77 ვ.

ამიტომ Fe2+-იონი შეიძლება დაიჟანგოს მოლეკულური ჟანგბადით:

O2 + 4 H+ + 4e → 2 H2O                          E°298 = 1.23 ვ

2 Fe2+ + ½ O2 + 2 H→ 2 Fe3+ + H2O           E°298= 0.45 ვ

მყარი ნივთიერებები - FeCO3 და FeS - ტენთან თანდათანობით იჟანგებიან ჰაერის ჟანგბადით, მაგალითად:

4 FeS + O2 + 10 H2O  →  4 Fe(OH)3 + 4 H2S

 

ბევრად ადვილად მიდის რეაქცია ტუტე არეში. Fe(OH)2 მიღებისთანავე გადადის Fe(OH)3-ში, სწრაფად მუქდება:

4 Fe(OH)2 + O2 + 2 H2O → 4 Fe(OH)3

 

მარილთა წყალხსნარებიდან გამოყოფილია:

კრისტალჰიდრატები: FeCl3·6H2O; Fe(NO3)3·6H2O; Fe(NO3)3·9H2O;

რკინის შაბები: MFe(SO4)2·12H2O და ა.შ.