7.მე-7 ჯგუფის ელემენტები
7.1.მანგანუმი
კითხვა:
რომელი ნაერთებია მნიშვნელოვანი მანგანუმის უმაღლესი (+6 და +7) ჟანგვითი რიცხვებით? როგორ მიიღება და რა პრაქტიკული გამოყენება აქვს ამ ნაერთებს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლებები
პასუხი:
+6 ჟანგვითი რიცხვით მანგანუმის ნაერთებიდან სტაბილურია [MnO4]2-. ამ იონების შენარჩუნება ხდება ხსნარში ტუტის სიჭარბისას, სხვა შემთხვევაში განიცდის დისპროპორციონირებას:
3 K2MnO4 + 2 H2O ⇄ 2 KMnO4 + MnO2 + 4 KOH
მანგანატები მიიღება Mn2+-ის მარილებზე ან MnO2-ზე ტუტე არეში ძლიერ მჟანგავების მოქმედებით:
MnO2 + KNO3 + K2CO3 → K2MnO4 + KNO2 + CO2
MnO2 + KNO3 + 2KOH → K2MnO4 + KNO2 + H2O
მანგანატებიდან სუფთა სახით მხოლოდ ორი მარილია გამოყოფილი K2MnO4 და Na2MnO4. ორივე ნაერთიძლიერი მჟანგავია. მჟავა გარემოში აღდგენის პროდუქტია Mn+2-ის მარილი, ნეიტრალურში კი - MnO2.
Mg7+-ის ნაერთებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია HMnO4-ის მარილები - პერმანგანატები, მათ შორის კი, KMnO4. მისი წყალხსნარი მოწითალო-იისფერია. წყალში კარგად იხსნება. ძლიერი მჟანგავია, ჟანგავს ბევრ ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებას.
კალიუმის პერმანგანატის მიღების ძირითად მეთოდსწარმოადგენს კალიუმის მანგანატის წყალხსნარის ელექტროლიზი. ანოდზე მანგანატი დაკარგავს ელექტრონს და მიიღება პერმანგანატის იონი.
ჩვენი სტუმრები
სწრაფი ბმულები




